შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი დარეგისტრირდა.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში 1 457 526 პირის შესახებ არის ინფორმაცია შეტანილი.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული.https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=574“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები