დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალის“ ინიციატივა არის საშუალება, რომ დეპუტატებს, რომლებმაც პარტია და ფრაქცია დატოვეს, პოლიტიკური აქტივობის საშუალება – ტრიბუნა ჰქონდეთ
„ხალხის ძალის“ ინიციატივა არის საშუალება, რომ დეპუტატებს, რომლებმაც პარტია და ფრაქცია დატოვეს, პოლიტიკური აქტივობის საშუალება – ტრიბუნა ჰქონდეთ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის მიზანია, “ხალხის ძალამ” ყველა საჭირო პოლიტიკური ბერკეტი გამოიყენოს.
“ჩვენი ინიციატივის პირველი ინტერესია, რომ ჩვენ, „ხალხის ძალას“, რომელიც ხალხს აქტიურ, რეალურ პოლიტიკას სთავაზობს, საპარლამენტო ცხოვრებაში გამოიყენოს ყველა ბერკეტი, საშუალება, ჰქონდეს ტრიბუნა და საშუალებები, რომლებიც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის” ინიციატივით, რეგლამენტში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვითაც, “ხალხის ძალას” პოლიტიკური ჯგუფის სტატუსი მიენიჭება.