დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო კი არ ასცდა ევროპულ გზას, არამედ თავად ევროპა ასცდა საკუთარ თავს
“საქართველო კი არ ასცდა ევროპულ გზას, არამედ თავად ევროპა ასცდა საკუთარ თავს – ჯერ თვითონ ევროპაა ევროპაში დასაბრუნებელი და მერე ჩვენ უნდა მივყვეთ მას, ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი ევროპისთვისაც და საქართველოსთვისაც”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მიშაა ევროპა, თუ ომი და უსამართლობაა ევროპა, მაშინ არჩევანი ღირსების სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.
„ევროპა თუ ფოტიგად და კუბილიუსად დარჩა, მაშინ ჩვენ მასთან შესვლა გამოგვივა და არა ევროპაში. თუ მიშაა ევროპა, თუ ომი და უსამართლობაა ევროპა, მაშინ არჩევანი ღირსების სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. თუ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩემი, როგორც ქვეყნის ღირსება ილახება, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მეორადი ქვეყნის სტატუსით ევროპაში შესვლა საქართველოს არ ეკადრება“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.