რევაზ ჯაველიძე: მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე პრემიერმინისტრს დღეს ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა დამსწრე საზოგადოებისთვის და ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში და რეგიონში, რომელთანაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძალიან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სურვილი და ინტერესი. ძალიან მნიშვნელოვან სამიტში, რომელშიც გლობალური ლიდერები და ბიზნესლიდერები იღებენ მონაწილეობას საქართველო იყო წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო.
საქართველოს პრემიერმინისტრს დღეს ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა დამსწრე საზოგადოებისთვის და ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება. თავისთავად იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც გვაქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

მისივე თქმით, საუბარი ასევე იყო იმ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ხორციელდება.

„საქართველოს პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა იმ რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება ან იგეგმება ჩვენს ქვეყანაში. თავისთავად საუბარი იყო იმ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომელიც მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ხორციელდება. თავისთავად, იყო საუბარი მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც მმართველობითი კუთხით ხორციელდება, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ძალიან მაღალ რეიტინგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მასშტაბით, რაც თავისთავად ძალიან პოზიტიურ დინამიკას ქმნის და ქმნის შესანიშნავ საფუძველს, რომ ამ რეგიონიდან სხვადასხვა კომპანიამ თავისი ინვესტიცია განახორციელოს, რაც თავისთავად ჩვენი ეკონომიკური განვითარების საწინდარი იქნება”, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები