შალვა პაპუაშვილი – “ნაცმოძრაობაზე“: შეუძლებელია, ქართველი ხალხი დადგეს იმ ჯგუფის გვერდით, რომელმაც ადამიანის ჩაგვრის სისტემა შექმნა

“შეუძლებელია, ქართველი ხალხი დადგეს იმ ჯგუფის გვერდით, რომელიც ითხოვს, რომ დამნაშავე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ქართველი ხალხი დადგეს იმ ჯგუფის გვერდით, რომელმაც ადამიანის ჩაგვრის სისტემა და რეჟიმი შექმნა.

„შეუძლებელია, ქართველი ხალხი დადგეს იმ ჯგუფის გვერდით, რომელიც ითხოვს, დამნაშავე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდეს. იმ ჯგუფის გვერდით დადგეს, რომელმაც შექმნა ადამიანის ჩაგვრის სისტემა და რეჟიმი. როდესაც ადამიანის ჩაგვრისა და რეჟიმის შემოქმედი ახლა იხდის სასჯელს, მის გათავისუფლების მოთხოვნაზე გვერდით დაუდგეს ქართველი ხალხი, ეს რომ არ მოხდება, ამას გვიდასტურებს გამოცდილებაც. წელზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში და იქ იხდის სასჯელს, ციხეშიც არ არის, ჩვენ ვხედავთ ხალხის მხარდაჭერა ამ საკითხს არ აქვს. ერთადერთი, რაც არის, კვლავ ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ამით შეშფოთებების გენერირება. სხვა მხარდაჭერა ამ საკითხს არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები