დიმიტრი ხუნდაძე: როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგა
“როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგა, რაც არათუ გააძლიერებს პარტიას, არამედ დააჩქარებს მის დასასრულს, ეს პროცესი დაწყებულია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ძლიერდება ის ჯგუფი, რომელიც პარტიას დასასრულთან ყველაზე მეტად დააახლოებს.
„ამის ერთ-ერთი ხელის შემწყობია, მაოხრებელი გზირი ხაბე. ვფიქრობ, რომ ძლიერდება ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად დააახლოებს ამ პარტიას დასასრულთან. მათი მახასიათებელი დესტრუქცია ისევე შეუბრუნდება პარტიას, როგორც მანამდე შეუბრუნდა ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ხუნდაძემ.