ბაჩო დოლიძე: დღესაც მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობისთვის” არის პრობლემა
“დღესაც მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობისთვის” არის პრობლემა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია ამ კონფიგურაციაში მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვისაა განწირული.
“დღესაც მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობისთვის” არის პრობლემა, პირდაპირ მინდა, გითხრათ, პარტია ამ კონფიგურაციაში განწირულია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის, რაც მე არ მინდა იმიტომ, რომ ამ პარტიას უნიკალური შანსი აქვს, უნიკალური პლატფორმაა ამ ხელისუფლების, მმართველი გუნდის ცვლილებისთვის.
წარმოუდგენელია თანამშრომლობა, აქ საუბარი არ არის თანამშრომლობაზე, აქ საუბარია რაზე – თუ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ჩვენ ვხედავთ თუნდაც ახალი მენეჯმენტის მხრიდან კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს, სადაც რეზულტატის მიღწევა არის შესაძლებელი, ჩვენ მანდ ვიქნებით”, – აცხადებს დოლიძე.