ირაკლი ღარიბაშვილი: „საერთაშორისო სავალუტო ფონდის” პროგნოზით, 2023-2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5 % იქნება
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საერთაშორისო სავალუტო ფონდის” პროგნოზით, 2023 – 2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5 % იქნება.
როგორც პრემიერმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე – “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა – გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
“ჩვენ ეფექტური და ქმედითი პოლიტიკა შევიმუშავეთ და ჩვენი ხედვა გულისხმობს ძლიერ მოქმედებას მიუხედავად იმ მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გამო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს. 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის” პროგნოზით, 2023 – 2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5 % იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.