ეკა სეფაშვილი: ჩვენი ინიციატივით, რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც პოლიტიკური ჯგუფის სტატუსი მოგვენიჭება და მეტი საშუალება გვექნება, შეხედულებები უფრო მკაფიოდ დავაფიქსიროთ
ეკა სეფაშვილი „ხალხის ძალის” ინიციატივის შესახებ საუბრობს. მისი განმარტებით, რეგლამენტში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვითაც, “ხალხის ძალას” პოლიტიკური ჯგუფის სტატუსი მიენიჭება.
„ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის, „ხალხის ძალის“ წევრების ინიციატივით, რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც პოლიტიკური ჯგუფის სტატუსი მოგვენიჭება, რაც გარკვეულ უპირატესობებს ითვალისწინებს – მეტი საშუალება გვექნება, რომ ჩვენი მოძრაობის შეხედულებები, მოსაზრებები და პოზიციები უფრო მკაფიოდ დავაფიქსიროთ“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.