ლაშა სუხიშვილი – მიწისძვრებზე: განსაკუთრებული პანიკის საფუძველი არ გვაქვს

გეომორფოლოგ ლაშა სუხიშვილის განცხადებით, ბოლო დღე-ღამეში საქართველოში დაფიქსირებული მიწისძვრები პანიკის საფუძველს არ ქმნის.

„ამ ადგილას, ბახმაროს მიდამოებში წლების წინაც და კიდევ რამდენჯერმე იყო ასეთი მიწისძვრები, ამჯერად არაფერი განსაკუთრებული ხდება უბრალოდ თურქეთის მოვლენებიდან გამომდინარე ფონია ისეთი, რომ განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს გამახვილებული და სენსიტიურად აღვიქვამთ მიწისძვრის შესახებ ინფორმაციას.

როგორც ვახსენე, 2014 წელს, 2013 წელს, ახლა უკვე 2023 წელს დაფიქსირდა ამ ტერიტორიაზე მიწისძვრები თავისი ბუნებრივად მომყოლი ბიძგებით. ყოველ შემთხვევაში ახლა განსაკუთრებული პანიკის საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა სუხიშვილმა “ფორმულას” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები