პრეზიდენტი: ვაფასებ ზელენსკის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინელი კოლეგის მიერ ევროპის მომავლის შეფასება დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას მოიცავს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ევროპულ საბჭოში.

ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები