გია ხუხაშვილი: არჩევნების წინ, პარტია დამარხეს და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა – ქუჩაში სირბილის მეტი ამ კაცს არაფერი გაუკეთებია

არჩევნების წინ, პარტია დამარხეს საერთოდ და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შიდაპარტიული დაპირისპირების გამო ელექტორალურად განახევრდა.

„ჯერჯერობით რასაც ვხედავ, არასწორი მიმართულებით მოქმედებენ. ელექტორალურად ეს პარტია განახევრდა შიდაპარტიული დაპირისპირების გამო.

ნიკა მელიას არ დაუკლია მცდელობები, მაგრამ საზოგადოებისთვის სააკაშვილის თემა არ არის საერთო სახალხო პრობლემა ამ ქვეყანაში. ყველა დაიღალა ამ თემით. არჩევნების წინ, პარტია დამარხეს საერთოდ და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა. ხელისუფლების მოედანზე ითამაშა.

ბიძინას მასშტაბი მაინც აქვს და იქ ჩრდილოვანი მმართველები, საერთოდ სასაცილოები არიან. მელიას ჰქონდა ბეგრაუნდი, ურთიერთობები და ეს ხაბეიშვილი დასავლური გაგებითაც აბსოლუტურად უცხო სხეულია. ქუჩაში სირბილის მეტი ამ კაცს არაფერი გაუკეთებია, რა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რაზე ვლაპარაკობთ. თავისივე ხელით პარტია პაროდიად აქციეს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები