იუსტიციის მინისტრი თურქეთში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. იუსტიციის მინისტრი დაღუპული ადამიანების ოჯახების ტრაგედიას იზიარებს.

„თურქი ხალხის მხარდასაჭერად, რატი ბრეგაძის ინიციატივით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ თურქი ბრალდებულ/მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ათეულობით ათასია, სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამუშაოებში 100 ქართველი მაშველია ჩართული“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები