არჩილ თალაკვაძე: ის, რაზეც საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები, არის საგანგაშო და პირდაპირ ეხება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზეც დგას ევროპა
ის, რაზეც საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები, არის საგანგაშო და პირდაპირ ეხება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უფლებებს, რომელზეც დგას ევროპა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ხდება ფაქტების გამოტანა სააშკარაოზე, რომ უფლებები უხეშად ირღვევა, ამას შესაბამისი ევროსტრუქტურების მხრიდან რეაგირება სჭირდება.
„ის, რაზეც საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები, არის საგანგაშო და პირდაპირ ეხება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უფლებებს, რომელზეც დგას ევროპა. როდესაც ხდება ფაქტების გამოტანა სააშკარაოზე და კონკრეტული პრეტენზიების წამოყენება, რომ ეს უფლებები უხეშად ირღვევა, ამას სჭირდება რეაგირება შესაბამისი ევროსტრუქტურების მხრიდან“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულმა კომპანიამ MKD „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე უარის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.