რა ვითარებაა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ სირიის რეგიონებში (ფოტოკოლაჟი)

ალეპო, ჰამასი, ლატაკია, ტარტუტი, ასევე სირიის რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი რეგიონები, ეს ის ტერიტორიებია, სადაც თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვიან.

უკანასკნელი მონაცემებით, სირიაში სულ მცირე 1136 ადამიანია დაღუპული. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ხალხი, სავარაუდოდ, ნანგრევებში რჩება.

როგორც CNN-თან საუბარში სირიაში გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინატორმა, ​ელ-მოსტაფა ბენლამლიჰმა თქვა, სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აფერხებს მძიმე ტექნიკისა და სხვა ტიპის ტექნიკის დეფიციტი. გარდა ამისა, მისი თქმით, გაეროს მარაგი მოსახლეობაში უკვე განაწილდა და აღარ რჩება მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა, განსაკუთრებით – სუფთა წყალი ან დაზიანებული წყლის ავზების შესაკეთებელი ხელსაწყოები.

სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA დაზარალებულ რეგიონში შექმნილი ვითარების ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები