გორის მერია: მიწისქვეშა გადასასვლელებში განათებები შეიცვალა

გორში, მიწისქვეშა გადასასვლელებში ახალი სანათები დამონტაჟდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ენერგოეფექტური დიოდური (LED) ნათურები ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩების, ასევე სტალინისა და ამილახვრის ქუჩების კვეთაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში გამონტაჟდა.

“სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ გადასასვლელებში უცნობმა პირებმა ახლადდამონტაჟებული სანათები და ელექტრო სადენები დააზინეს. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ დაფიქსირებულა”, – აცხადებენ მერიაში.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები