გია ცაგარეიშვილი: კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური და უსამართლო იყო
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური და უსამართლო იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ამგვარ დოკუმენტებზე მუშაობის კულტურა საქართველოს მთავრობაში ჩამოყალიბებულია. ზოგადად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება ფრიადზე შევასრულეთ. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური და უსამართლო იყო მაშინ, როდესაც ჩვენ მოწინავეები ვართ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.