გორის სასამართლომ 7 წლის ბავშვის გაუპატიურების საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და კასპში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდა კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, პოლიციამ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით შიდა ქართლში ერთი პირი დააკავა.

20 წლის კაცს ბრალად 7 წლის ბავშვის გაუპატიურება ედება. როგორც ირკვევა, კაცი მცირეწლოვნის ბიძაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები