გურამ მაჭარაშვილი – კელი დეგნანზე: დიპლომატი ისეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არ უნდა აკეთებდეს

“ეს არა დიპლომატიური, არამედ იყო განცხადება ანტი პარტნიორული, ანტი ამერიკული და ანტი ქართული. იმიტომ რომ უცხო ქვეყნის ელჩი არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაც თავის ქვეყანაში დასჯადია, სხვა ქვეყანაში შეიძლება არ იყოს დასჯადი”,- ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას.

მისივე შეფასებით, დიპლომატი ისეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არ უნდა აკეთებდეს.

“მაგალითად, მან უწოდა ჰიპოთეტური ისეთ საჯაროდ აღიარებულ ფაქტს და კანონდარღვევას, რომელსაც თავად ბრალდებულიც კი და მისი მხარდამჭერები არ უარყოფენ. აქ დიპლომატია არაფერ შუაში არ არის, სამწუხაროდ, დიპლომატი ასეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არ უნდა აკეთებდეს”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, კელი დეგნანი ჟურნალისტის კითხვას, ამერიკის რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის დარღვევით რომ შესულიყო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე როგორი იქნებოდა მათი პოზიცია და არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქმედება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი, ელჩი პასუხობს რომ შეკითხვა ჰიპოთეტურია.

დეგნანის განცხადებით, აშშ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები