აშშ-ის საელჩო: ეს არის აღიარება იმ დიდი შრომისა, რომელიც შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ქვეყანაში C ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად გასწია
პირველად საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა. ეს არის აღიარება იმ დიდი შრომისა, რომელიც შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ქვეყანაში C ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად გასწია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი ცენტრი იქნება მსოფლიოში 800 ცენტრისგან შემდგარი უზარმაზარი ქსელის ნაწილი, რომელიც ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის შესახებ ცოდნასა და გამოცდილებას წევრ ქვეყნებს გაუზიარებს.
“ვულოცავთ ყველა კლინიცისტს, მეცნიერს, კანონმდებელსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრს, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ამ გაბედული გეგმის განხორციელებაში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.