ზურაბ აზარაშვილი: საქართველოში ყველა ადამიანის და მათ შორის, პატიმრის უფლებები და უსაფრთხოება დაცულია

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით “ხალხის ძალის” განცხადების თაობაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას მცირე კომენტარით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცულია.

„საქართველოში ყველა ადამიანის და მათ შორის, პატიმრის უფლებები და უსაფრთხოება დაცულია“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, “ხალხის ძალამ” დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები