კულტურის სამინისტრო საქართველოს დამსახურებულ არტისტს – ნანული სარაჯიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

დღეს თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ნანული სარაჯიშვილის, დაბადების დღეა.
„ნანული სარაჯიშვილმა 1971 წელს, საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრებისთანავე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დაიწყო მუშაობა.
მის მიერ თეატრსა თუ კინოში შექმნილი სახეები გამოირჩევა კოლორიტულობით, არტისტიზმითა და მუსიკალურობით. მსახიობი საზოგადოებამ ბავშვობიდანვე შეიყვარა მანანას როლის შესრულებისთვის („მანანა“, 1958). კინოში შესრულებული როლებიდან, ასევე, აღსანიშნავია ტურფა („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ჭორიკანა („აურზაური სალხინეთში“, 1975), მარო („გარიგება“, 1993) და სხვა.
ნანული სარაჯიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტია. გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მან მიიღო ჯილდო ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმში „გარიგება“. 2003 წლიდან მსახიობი არის ღირსების ორდენის კავალერი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ნანული სარაჯიშვილს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები