„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“, ორკესტრის თანხლებით
14 იანვარს 19:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში პირველად, ქართველ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, SOLO-სთან და Mastercard-თან ერთად უყუროს ფილმს – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“, ჯონ უილიამსის დაუვიწყარი საორკესტრო ნაწარმოების ცოცხალი შესრულების თანხლებით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ჰარი პოტერი™“-ს საკონცერტო კინოჩვენების ფარგლებში, ფილმს „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და თბილისის ქალთა გუნდი რომლებსაც უხელმძღვანელებს მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი დირიჟორი ტიმოთი ჰენტი.
კრიტიკოსების მიერ აღიარებული ტიმოთი ჰენტის მუსიკალური კარიერა მრავალ მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ერთად შესრულებულ კონცერტებს ითვლის. იგი ასევე დირიჟორობს საორკესტრო კინოჩვენებებს, მათ შორის CineConcerts-ისა და Warner Bros. Consumer Products-ის მიერ შექმნილ წარმოდგენებს, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება: ჰარი პოტერი, გლადიატორი, ნათლია, ცხოვრება მშვენიერია, Star Trek: The Ultimate Voyage და მრავალი სხვა.