ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების ვორკშოპი და გამარჯვებული პროექტები

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, უკვე მერვედ გაიმართა ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების ვორკშოპი.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ვორკშოპის მონაწილეებმა ანიმაციური ფილმების პროექტები წარუდგინეს პროდიუსერს, ოლივიე კატერინსა და „საქანიმას” დამფუძნებელს, მარიამ კანდელაკს.
გამარჯვებული პროექტები ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის კომისიამ გამოავლინა:
მარიამ ქორთუა პროექტით „მაყურებლები” (ჯილდო – ფონტევროს ერთთვიანი რეზიდენცია);
ია გაბუნია პროექტით „სად გაქრა დედამიწა” (ჯილდო – ანსის კინოფესტივალის აკრედიტაცია);
ბარბარე ქორთუა პროექტით „მუზეუმი” ( ჯილდო – ანიმაციური პროექტების განვითარების საერთაშორისო პლატფორმის აკრედიტაცია (CEE Animation).
ვორკშოპის ორგანიზატორია საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“. პარტნიორები: ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, კინოცენტრი „ქართული ფილმი – აფხაზეთი”, სტუდია „კვალი XXI” და პროგრამა „გადაიღე საქართველოში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები