2022 წლის საუკეთესო ქართული პიესა „ხალდე” და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის თეატრი სტუმრად – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

12 იანვარს, 20:00 საათზე,  2022 წლის საუკეთესო ქართული პიესა „ხალდე” და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის თეატრი სტუმრად – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში.
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ინფორმაციით, 2021-2022 თეატრალური სეზონის საუკეთესო ქართულ პიესად სწორედ ნინია სადღობელაშვილის „ხალდე“ დასახელდა.
რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე; პიესის ავტორი: ნინია სადღობელაშვილი; მხატვარი: თეო კუხიანიძე;
მუსიკალური გაფორმება: ანა მურღულია; ტექნიკური რეჟისორი: ვახო ამანათიძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ: კონსტანტინე ფოცხვერაშვილი; ანა ბერელაშვილი; ანანო ლომიძე; დათო ჩოგოვაძე; გიორგი გიორგიძე; ნანუკი მაკრახიძე; ანა ბანძელაძე.
მოწვეული მსახიობები: გია აბესალაშვილი, ლილი ხურითი.
„სპექტაკლი „ხალდე“ საუკუნე-ნახევრის წინ, სვანეთის სოფელ ხალდეში მომხდარ აჯანყებას ეძღვნება. თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა რუსულ იმპერიალიზმს დაუპირისპირდა და თავგანწირვის სწორუპოვარი მაგალითიც აჩვენა. საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდილობდა, ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდი ერის მეხსიერებიდან წაეშალა. სპექტაკლი თანამედროვეობის პერსპექტივიდან წარმოაჩენს ამ ისტორიულ მოვლენას – თავისუფლებისთვის ბრძოლის სამაგალითო ამბავს.
პროექტი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები