„ბუტე-ბუტე გაგებუტე“ – პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში
11 იანვარს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის – „ბუტე-ბუტე გაგებუტე“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი აკაკი წერეთლის „ბუტიაობისა” და ნიკოლოზ ნეკრასოვის – „არტისტის” მიხედვით ციცინო კობიაშვილმა დადგა.
ადაპტირებული ტექსტის ავტორია მაია ჯაფარიძე; სცენოგრაფი – ლევან წულაძე; კოსტიუმების მხატვარი – ხათუნა მაისურაძე; კომპოზიტორი – მიხეილ მდინარაძე; ქორეოგრაფი – ბაქარ ხინთიბიძე; რეჟისორის თანაშემწე – თამარ ფრუიძე.
სპექტაკლის შესახებ:
ეს ხომ ვოდევილია და ისე არაფერი ამყარებს სიყვარულს, როგორც გაბუტვის შემდგომი შერიგება…
„უჩინმაჩინის ქუდის“ შემდეგ „ვთამაშობთ ვოდევილს“ ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილია.
რა აერთიანებს სპექტაკლებს? – მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, გაუგებრობა, ბუტიაობა, შერიგება, სიყვარულის ზეიმი და ბედნიერი დასასრული.
მონაწილეობენ:
„არტისტი“: ერასტი – დავით დვალიშვილი; ვალერიანე – გიორგი ტაბიძე; ელენიკო – ნინო წულაძე; ორესტი – ჯაბა კილაძე.
„ბუტიაობა“: არისტო – გიორგი კიკნაძე; ბაბალე – ანუკა გრიგოლია; სოსო – ნოდარ ძოწენიძე; სოფიო – თეონა ქოქრაშვილი; მაიკო – ანა სანაია; გიორგი – ირაკლი ჩხიკვაძე.
სპექტაკლზე მუშაობდნენ:
სადადგმო განყოფილების უფროსი – არჩილ დვალიშვილი;
ხმის ოპერატორი – ლია შილაკაძე;
განათების ოპერატორები – თამაზ დუდაშვილი, კახა წიკლაური;
მკერავები – ქეთევან ჯიბლაძე, ქეთევან წეროძე;
ჩამცმელები – ქეთევან მამოიანი, ლელა ბესელია;
რეკვიზიტორი – ნინო მჭედლიძე;
გრიმიორი – მარინა კოსენკო;
მომარაგების სამსახურის თანამშრომლები – ირაკლი ჭუმბურიძე, გიორგი ბუთლიაშვილი;
სცენის მემანქანეები – გიორგი ვიშნევსკი, ბექა ლომსაძე;
მხატვარ-გამფორმებელი – კახა ღონღაძე;
ბუტაფორ -დეკორატორი – მადლენა ბუხრაშვილი;
დურგალი – რევაზ კუპრაძე;
დურგალი, ელშემდუღებელი – მალხაზ ძაგანიშვილი.