ეპიდემიოლოგი: პრევენციულ ღონისძიებად რჩება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ქვეყანაში სეზონური ვირუსები ცირკულირებს, მათ შორის დომინანტურია ა და ბ ტიპის ვირუსები.
ეპიდემიოლოგ ნათია გორდაძის თქმით, პრევენციულ ღონისძიებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რჩება.
„მნიშვნელოვანია ადამიანმა დროულად მიმართოს ექიმს, რათა პირველ რიგში იდენტიფიცირდეს რა ტიპის ვირუსი არის. რა თქმა უნდა, უნდა გატესტილი იყოს კორონავირუსზე. პრევენციულ ღონისძიებად რჩება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჩვენს ქვეყანაში ის კვლავ ხელმისაწვდომი არის რისკ-ჯგუფებისთვის“, – აცხადებს ნათია გორდაძე.