გიორგი ცაგარეიშვილი – პოდოლიაკზე: გული მწყდება, რომ ომის ქარცეცხლში გახვეული ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრობს და დარდობს მხოლოდ კრიმინალ სააკაშვილზე და მის გამოხსნაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა.
„გული მწყდება, რომ ომის ქარცეცხლში გახვეული ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრობს და დარდობს მხოლოდ კრიმინალ სააკაშვილზე და მის გამოხსნაზე და არ ფიქრობს არცერთ უკრაინელზე, რომელიც აქ ცხოვრობს და მშვიდობიანად ზრდის თავის შვილებს. თუ აინტერესებს, როგორ სწავლობენ ბავშვები, შემთხვევით საქართველოს მთავრობამ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ხომ არ შემოიღო უკრაინელი ბავშვებისთვის, ხომ არ დააბინავა და დააპურა ისინი, ხომ არ გამოუყო შესაბამისი ყოველთვიური ფულადი დახმარება, უამრავი ჰუმანიტარული ღონისძიება ხომ არ დაგეგმა შემთხვევით?“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა: “ოპტიმალური გადაწყვეტილებაა – გადაეცით ადამიანი (სააკაშვილი) ნებისმიერ ქვეყანას. თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას, ეს პრობლემა არაა საერთოდ”.