სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, დღეს, ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო ჭანიშვილთან ერთად ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნათია გოლიაძემ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარებს სიურპრიზი მოუწყვეს და თოვლის ბაბუა მიუყვანეს. თოჯინების თეატრის მსახიობებმა კი მათ განწყობაზე იზრუნეს და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.