მაია ჩხაიძე: კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა

„კლინიკებში მომართვიანობა მაღალია. A და B გრიპის ვირუსებია ყველაზე მეტად. მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმაც”,- ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი განსაკუთრებით საყურადღებო ბავშვებშია.

“ამ ჩამოთვლილის გარდა დაახლოებით 9 ტიპის რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. ეს არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვთა ასაკის კონტიგენტისთვის, 0-დან 2 წლამდე. სწორედ ამ ასაკში მიდის შედარებით მძიმედ და საშუალო და მძიმე სიმძიმის ბრონქიოლიტების დროს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები