რატი იონათამიშვილი – პოდოლიაკის განცხადებაზე: ეს ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა.

იონათამიშვილის შეფასებით,  ეს განცხადება ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობაა.

„ცოტა უხერხული განცხადება იყო – ჩამოვალ და ჩემი ხელით წავიყვან პატიმარ სააკაშვილსო და სერიოზულად ვერ აღვიქვამ. მეორეს მხრივ, ცხადია ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა, ვინაიდან მსგავს გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და მოსამართლე დამოუკიდებელი და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით და ვერავინ ჩაერევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა: “ოპტიმალური გადაწყვეტილებაა – გადაეცით ადამიანი (სააკაშვილი) ნებისმიერ ქვეყანას. თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას, ეს პრობლემა არაა საერთოდ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები