„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე უცვლელია ტარიფები – ეს არის სემეკის შეფასება”, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობას კოორდინირებულად უწევს მუშაობა იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის სოციალურ წნეხი მინიმუმი იყოს.
“ჩვენ მოვახერხეთ ენერგორესურსების იმგვარად გადანაწილება, რომ დამატებითი წნეხი არ შეექმნა ენერგოდისტრიბუტორ კომპანიებს და აქედან გამომდინარე, მიმდინარე ზამთარში, როდესაც ყველაზე მწვავედ დგას ენერგომატარებლების ფასები, საქართველოს მოსახლეობისთვის ის შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ძალიან ორგანიზებულად და კოორდინირებულად გვიწევს მუშაობა ბიზნესთან და ენერგოსექტორთან ერთად იმისთვის, რომ სოციალური წნეხი იყოს მინიმუმი მოსახლეობისთვის”, – განაცხადა დავითაშვილმა.