ერდოღანი: თურქეთი კვლავ გააგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთთან და უკრაინასთან

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა იმედოვნებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ორივე მხარესთან მოლაპარაკების გზით იქნება მიღწეული.

„მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებითა და ტყვეების გაცვლით ჩვენ დავინახეთ, რომ მშვიდობისკენ გზა შეიძლება გაიხსნას, თუ დიპლომატიას მიეცემა შანსი. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პუტინთან და ზელენსკისთან ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, ჩვენ მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტასა და შემდეგ გრძელვადიან მშვიდობას ჩვენს რეგიონში“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა, გაეროსთან ერთად, შუამავლობა გაუწია უკრაინული პორტების განბლოკვას და რუსეთთან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები