თელავში, 4 დეკემბერს, ვეტერანი ფეხბურთელის – „გიორგი ამისულაშვილის“ სახელობის ტურნირი გაიმართა

4 დეკემბერს, ქ. თელავში, კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ვეტერანი ფეხბურთელის „გიორგი ამისულაშვილის“ სახელობის ტურნირი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირში მონაწილეობას 2010-2011 წლებში დაბადებული ბავშვთა გუნდები იღებდნენ.

„ლაგოდეხის სახელით, ცენტრის ბაზაზე არსებული გუნდი „რანი“ იღებდა მონაწილეობას. ფინალურ შეხვედრაში გურჯაანის „დურუჯი“ და ლაგოდეხის „რანი“, გურჯაანის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

წარმატებებს ვუსურვებთ პატარა „რანელებს“ და ვულოცავთ საპატიო მე-2 ადგილს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები