Time-მა 2022 წლის ადამიანად ზელენსკი დაასახელა

ჟურნალმა Time-მა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ​და „უკრაინის სულისკვეთება” 2022 წლის პერსონად გამოაცხადა.

ჟურნალმა წლის გმირებად ასევე ირანელი ქალები დაასახელა, რომლებიც ზაფხულიდან ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.

მანამდე, ზელენსკი წლის ადამიანად Financial Times-მა დაასახელა, ხოლო ისრაელის The Jerusalem Post-მა ის 2022 წლის ყველაზე გავლენიან ებრაელად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები