სიახლე: ლიბერთის ლოიალობის პროგრამას ‘CashBack’ Dressup ჯგუფი შემოუერთდა
დღეიდან, Dressup ჯგუფი ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ‘CashBack’-ის პარტნიორი კომპანიაა. მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს ‘Dressup’ საქართველოში უკვე 25 წელზე მეტია წარმოადგენს.
პარტნიორობის აღსანიშნავად, 9 დეკემბერს ლიბერთის Mastercard ბარათების მომხმარებლებს Dressup ჯგუფის მაღაზიებში ყველაზე მაღალი 50% ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდებათ. ქეშბექი ვრცელდება ნებისმიერ, მათ შორის ფასდაკლებულ კოლექციებზეც მაღაზიებში:
LEE & WRANGLER – 50% ქეშბექი
LEVIS – 50% ქეშბექი
LACOSTE – 50% ქეშბექი
TOMMY JEANS – 50% ქეშბექი
ETAM – 50% ქეშბექი
JACK&JONES – 50% ქეშბექი
OUTLET – 50% ქეშბექი
ATRIO – 50% ქეშბექი
SAMSONITE – 50% ქეშბექი
GANT – 50% ქეშბექი
GREYDER – 50% ქეშბექი
GUESS – 50% ქეშბექი
KID’S GALLERY – 50% ქეშბექი
MAVI – 50% ქეშბექი
JEANS GALLERY/FACTORY – 50% ქეშბექი აქციის ფარგლებში თითოეული მომხმარებლისთვის ერთ ობიექტში ქეშბექის ლიმიტი 300 ლარი იქნება.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საკმარისია სასურველი ობიექტის შეთავაზების გააქტიურება www.cashback.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში და ლიბერთის Mastercard ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.
„CashBack -ის და Dressup ჯგუფის დამეგობრება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა – ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს უკვე აქვთ საშუალება მათთვის საყვარელ 16 ბრენდში პროდუქცია შეიძინონ მუდმივი CashBack შეთავაზებით. სწორედ ამ სიახლესთან დაკავშირებით დავგეგმეთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ კომპანიებთან Dressup ჯგუფთან და Mastercard-თან ერთად ყველაზე მაღალი 50% CashBack აქცია, რაც ჩვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის ერთგვარი წინასაახალწლო საჩუქარი იქნება. წლის მთავარი დღესასწაულისთვის ლიბერთის ბარათების მომხმარებელს კიდევ არაერთი სიახლე ელოდება“ – დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი. ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.