“ამ ზამთარს მოგვიწევს ყველაფრის დაცვა!” – ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, მოემზადონ რთული ზამთრისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს უნდა უკრაინის საწინააღმდეგოდ ზამთრის გამოყენება და უკრაინელებს მოუწოდა, მოემზადონ რთული ზამთრისთვის.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.

“ამ ზამთრის გაძლება არის ყველაფრის დაცვა. მთელი უკრაინა უნდა გახდეს უძლეველობის ერთი დიდი წერტილი და იმუშაოს ყოველ დღე და ყოველ ღამე. სახელმწიფო, ბიზნესი, ხალხი – ყველა ჩვენგანი, ყველა უკრაინელი – ყველა ერთად”, – თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უპირატესობა არტილერიაში, მაგრამ უკრაინელები იცავენ სახლს, იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს აერთიანებს მთელს მსოფლიოს უკრაინის გარშემო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები