ისაკაძის ქუჩაზე, წყლის ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 5 დეკემბრიდან 55 დღის განმავლობაში, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე  წყლის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისად, ავტომობილებისთვის გადაადგილება სრულად შეიზღუდება მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან   გაგარინისა და  ისაკაძის ქუჩების კვეთამდე.

მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ  მგალობლიშვილის ქუჩის,  ჟვანიას მოედნის, პეკინის გამზირისა და გაგარინის ქუჩის გამოყენებით.

“ისაკაძის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები