ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში აფეთქება მოხდა, რასაც, სულ მცირე, ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქება “ავღანეთის ისლამური პარტიის” ოფისში მდებარე მეჩეთში მოხდა, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი, გულბუდინ ჰეკმატიარი ხელმძღვანელობს.
დაღუპულია დაცვის ორი წევრი, ასევე, სამი თავდამსხმელი.