არჩილ თალაკვაძე: თუ მელია გადააყენეს, სწორედ ის იქნება პირველი, ვინც მოყვება, რა მოხდა გასულ წელს

ეს არის ტიპური საბჭოთა პარტია, ერთი კაცის პარტია და გაიხსენეთ რა ხდებოდა საბჭოთა პარტიაში, როდესაც ერთი ლიდერი მიდიოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ხაბეიშვილს საკუთარი ძეგლის კეთება უკვე დაწყებული აქვს, ეს მედიაშიც ჩანს, ამ ძეგლის კეთება ყოველ დღე მიდის. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მელიასაც აქვს თავისი ძეგლი და ამ ძეგლებს შორის ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის. თუ მელია გადააყენეს, სწორედ მელია იქნება პირველი, ვინც მოყვება, რა მოხდა გასულ წელს, რადგან გვახსოვს, რამდენად არაბუნებრივი იყო ის ქმედებები, რომელსაც მელიამ მიმართა. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს მას სთხოვდნენ მეტ აგრესიას, თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე და კანონის წინააღმდეგ უხეშად წასვლას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურები პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და პარტიის კიდევ ორმა წევრმა – ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ წამოაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები