ემანუელ მაკრონი: არასოდეს მოვუწოდებთ უკრაინელებს წავიდნენ ისეთ კომპრომისზე, რომელიც მათთვის მიუღებელია
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მოკავშირეები უკრაინელებს რუსეთთან კომპრომისისკენ უბიძგებენ, რადგან ეს მათთვის „მიუღებელი იქნება“.
„ჩვენ არასოდეს მოვუწოდებთ უკრაინელებს წავიდნენ ისეთ კომპრომისზე, რომელიც მათთვის მიუღებელია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ომის შესაძლო დასრულების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
„ისინი ძალიან მამაცები არიან და იცავენ თავიანთ სიცოცხლეს, საკუთარ ერსა და ჩვენს პრინციპებს. თუ ჩვენ გვსურს მდგრადი მშვიდობა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ უკრაინელებს, რათა თავად გადაწყვიტონ ის მომენტი და პირობები, რომელშიც ისინი მოლაპარაკებებს წარმართავენ თავიანთ ტერიტორიასა და მომავალზე“, – აღნიშნა მაკრონმა.