ჯო ბაიდენი: პრეზიდენტ მაკრონთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას, რათა პუტინს მის ქმედებებზე პასუხისმგებლობა დავაკისროთ

French President Emmanuel Macron speaks during a news conference with President Joe Biden in the East Room of the White House in Washington, Thursday, Dec. 1, 2022. (AP Photo/Susan Walsh)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ფრანგ კოლეგასთან ერთად მუშაობას კვლავ გააგრძელებს, რათა ვლადიმერ პუტინს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს.

„პუტინი ფიქრობს, რომ მას შეუძლია ჩაახშოს ყველას ნება, ვინც ეწინააღმდეგება მის იმპერიულ ამბიციებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და უკრაინაზე თავდასხმით, ევროპისთვის ენერგეტიკის გათიშვით, სურსათის კრიზისის გამძაფრებით, რაც აზიანებს ძალიან დაუცველ ადამიანებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოს გარშემო.

ის ვერ მიაღწევს წარმატებას. მე და პრეზიდენტი მაკრონი გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ მის ქმედებებზე და შევამსუბუქოთ პუტინის ომის გლობალური შედეგები“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები