პენტაგონი უკრაინისთვის 6 NASAMS-ს დაამზადებინებს

პენტაგონმა უკრაინისთვის 6 NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის დასამზადებლად Raytheon Technologies-თან 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზეა ნათქვამი.

სამუშაოები მასაჩუსეტსის შტატში შესრულდება და, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის დასრულდება.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სულ 8 NASAMS-ის გაგზავნა დაამტკიცა.

ნოემბერში უკრაინამ ორი სისტემა მიიღო, დანარჩენების მიწოდება მომდევნო თვეებში მოხდება.

პენტაგონში განაცხადეს, რომ კიევისთვის მიწოდებულმა NASAMS-ებმა ეფექტურობის 100%-იანი შედეგი აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები