“წლის ბოლომდე უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგი 100 ათასს მიაღწევს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგი 100 ათას ადამიანს მიაღწევს.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.

“რუსეთი უკვე წლის ბოლოსთვის მხოლოდ 100 000 ჯარისკაცს და ღმერთმა იცის, რამდენ დაქირავებულს დაკარგავს. უკრაინა კი კვლავ იდგება. მსოფლიო  ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა, ვინც დამნაშავეა ამ კრიმინალურ ომში, სასამართლოს წინაშე წარდგეს”, – თქვა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ ასევე აღიარა, რომ ფრონტზე ვითარება კვლავ რთულია.

მისი თქმით, მიუხედავად დიდი დანაკარგისა, რუსული არმია კვლავ ცდილობს დონეცკის ოლქში წინსვლას, ლუგანსკის ოლქში გამაგრებას და ხარკოვის ოლქში წინსვლის მცდელობებს არ ტოვებს.

„მაგრამ ჩვენ თავდაცვას ვინარჩუნებთ და, რაც მთავარია, მტერს არ ვაძლევთ სურვილების განხორციელების შესაძლებლობას. ისინი ამბობდნენ, რომ დონეცკის რეგიონს  გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე დაიკავებდნენ. მაგრამ უკვე ამ კვირაში ზამთარი იწყება. იქ თავიანთი რეგულარული არმია დატოვეს. ყოველდღიურად კარგავენ ასობით მობილიზებულ და დაქირავებულს“, – განაცხადა მან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ნოემბრის ბოლოს რუსეთის არმიამ, დაახლოებით, 88 000 ჯარისკაცი დაკარგა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სექტემბრის ბოლოს საკუთარი დანაკარგი თითქმის 6000 ადამიანად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები