1-22 დეკემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 17 ლოკაციაზე მოემსახურება
1-22 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 17 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსტა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება.
აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
1 ლანჩხუთი 01.12.2022 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00
2 ლენტეხი 02.12.2022 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
3 გურჯაანი 05.12.2022 თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან) 10:00-17:00
4 ხონი 05.12.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
5 ყვარელი 06.12.2022 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00
6 ვანი 06.12.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
7 ბაღდათი 07.12.2022 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
8 დუშეთი 08.12.2022 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00
9 ამბროლაური 08.12.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00
10 მარტვილი 12.12.2022 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00
11 ცაგერი 13.12.2022 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
12 საჩხერე 14.12.2022 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
13 ონი 15.12.2022 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00
14 ტყიბული 16.12.2022 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 15 კასპი 19.12.2022 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00
16 ამბროლაური 22.12.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00
17 ყაზბეგი 22.12.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00.