უკრაინელმა სამხედროებმა ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს
უკრაინელმა სამხედროებმა 28 ნოემბერს ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მოხსენების თანახმად, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ რუსების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ზონებზე სამი დარტყმა მიიტანა.
ჩამოგდებულია რუსული სუ-25 და სუ-24.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ლიმანის მიმართულებით, ხოლო თავდაცვით ოპერაციებს – ზაპოროჟიეს მიმართულებით.
გენერალური შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსული სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება.