თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, ათობით ადამიანია დაშავებული

თურქეთის პროვინცია ბარტინში სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 39 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას TRT ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ავტობუსი რიზედან ზონგულდაკისკენ მიემართებოდა. დაშავებულები ჰოსპიტალიზებულნი არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები