“კიევისთვის დახმარების ოდენობას შევინარჩუნებთ ან გავზრდით” – რიში სუნაკი
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ლონდონი მომდევნო წელს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას გააგრძელებს, შეინარჩუნებს მტკიცე მხარდაჭერას, რომელსაც კიევს ყოფილი პრემიერმინისტრები – ბორის ჯონსონი და ლიზ ტრასი სთავაზობნენ.
ამის შესახებ “ამერიკის ხმა” იტყობინება.
„ამიტომ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ შევინარჩუნებთ ან გავზრდით სამხედრო დახმარებას მომავალ წელს და საჰაერო თავდაცვის ახალ მხარდაჭერას გავუწევთ“, – თქვა პოლიტიკოსმა.