“მე მჯერა თავისუფლების” – რიში სუნაკი უკრაინელების მხარდამჭერ ვიდეოს აქვეყნებს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი სოციალურ ქსელში უკრაინელების მიერ გახმოვანებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს, წარწერით: “მე თავისუფლების მჯერა”.

რგოლში კი უკრაინელები ამბობენ:

„მე მჯერა თავისუფლების. მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, ჩვენი სუვერენიტეტისთვის, ჩვენი თვითგამორკვევისა და სტაბილური საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებისთვის, რომლის აღსადგენად ჩვენ, ყველა ვიბრძვით”.

„უკრაინელები დღისით დაბომბვის პირობებში ცხოვრობენ, ღამით კი – უშუქობის პირობებში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მეგობრები ყოველთვის იქნებიან გვერდით, რათა დაგვეხმარონ ამის გადალახვაში”.

„ბრიტანელები ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეგობრები არიან. ისინი გვაძლევენ იარაღს ბრძოლისთვის, ტანსაცმელს, რომ სითბოში ვიყოთ და მეგობრობას ჩვენი განწყობის ასამაღლებლად”.

”ჩვენ ვიცით, რომ ისინი არასოდეს დაგვაღალატებენ, როდესაც ვიბრძვით ამ ომის მოსაგებად.”

„თქვენი დახმარებით, ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ ერთად არასდროს დავიხევთ უკან, ერთად ვიქნებით ძლიერები, ერთად დავიცავთ უკრაინას და იმ თავისუფლებებს, რომლებსაც ასე ვაფასებთ“.

ამავდროულად, “როიტერი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს რიში სუნაკი გამოაცხადებს, რომ მომდევნო წელს ლონდონი კიევის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს, სულ მცირე, იმავე მოცულობით, როგორც ამჟამად ეხმარება ან მეტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები