დავით სხილაძე კვალიფიკაციის ასამაღლებლად იაპონიაში, ქალაქ ფუკუოკაშიში ტყის ხანძრების მართვის კურსზე იმყოფება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს გარდაბნის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის მოადგილე დავით სხილაძე კვალიფიკაციის ასამაღლებლად იაპონიაში, ქალაქ ფუკუოკაშიში ტყის ხანძრების მართვის კურსზე იმყოფება.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების მეხანძრე-მაშველებთან ერთად გადის. საერთაშორისო კურსზე მონაწილეები შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით სახანძრო-სამაშველო და ხანძრის ქრობის ტექნიკას, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარების, რისკებისა და ინციდენტების მართვის სავარჯიშოებს გადიან.

ტყის ხანძრების მართვის კურსი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები